ლივერპულმა უმტიტის მიზერულ თანხად შეძენაზე უარი თქვა

"ლივერპულმა" "ბარსელონას" მცველ სამუელ უმტიტის ყიდვაზე უარი თქვა, წერს Anfield Central.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელებს 27 წლის ფრანგის 6 მილიონ ფუნტად დამატება შესთავაზეს, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა მისი შეძენა არ ისურვა.
როგორც აღინიშნება, "ლივერპული" სხვა უკანახაზელის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს - კონკრეტულად, იბრაჰიმა კონატეს ("ლაიფციგი").
2020/21 წლების სეზონში უმტიტიმ "ბარსელონას" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა.