ავტორიზაცია

მარსელი ამავის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მარსელი ამავის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
თარიღი 07 მაი 2021, 22:49

"მარსელი" მცველ ჟორდან ამავის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, წერს L'Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფრანგი კლუბთან ახალ 3 ან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

2020/21 წლების სეზონში ამავიმ "მარსელის" მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მოქმედი კონტრაქტის ვადა უკანახაზელს კლუბთან 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.