ავტორიზაცია

იუვენტუსის სპორტული დირექტორი შესაძლოა ბაიერნში წავიდეს

იუვენტუსის სპორტული დირექტორი შესაძლოა ბაიერნში წავიდეს
თარიღი 07 მაი 2021, 23:01

"იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მომავალი სამუშაო ადგილი შეიძლება "ბაიერნი" გახდეს, წერს La Stampa.

ფუნქციონერს "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, "ბიანკონერი" შეიძლება პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმაც დატოვონ.

თავის მხრივ, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობაშიც ცვლილებებია. ასე და ამგვარად, მომავალ წელს თანამდებობას დატოვებს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე.

48 წლის პარატიჩი "იუვენტუსში" 2010 წლიდან მუშაობს, იქამდე კი "სამპდორიაში" ირიცხებოდა.