ჩელსი ჟორჟინიოს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ჩელსი" ნახევარმცველ ჟორჟინიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, წერს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი უახლოეს პერიოდში 29 წლის იტალიელთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.
როგორც აღინიშნება, თავად ფეხბურთელიც "არისტოკრატთა" რიგებში დარჩენითაა დაინტერესებული.
2020/21 წლების სეზონში ჟორჟინიომ "ჩელსის" მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლონდონელთა ნახევარმცველს 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.