ავტორიზაცია

"ე.წ "სუპერლიგაში" დარჩენილ კლუბებს მივხედავთ", - უეფას პრეზიდენტი

"ე.წ "სუპერლიგაში" დარჩენილ კლუბებს მივხედავთ", - უეფას პრეზიდენტი
თარიღი 08 მაი 2021, 00:00

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა იმ კლუბებთან შეთანხმების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს.

ამავდროულად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ახალი ტურნირის მომხრე გუნდებსაც გაუმკლავდება.

"ორი კვირის წინ, უეფას კონგრესზე ვთქვი, რომ ორგანიზაციამ შეცდომის აღიარებისათვის ძალა უნდა გამოავლინოს, განსაკუთრებით სოციალური მედიის ამ პერიოდში", - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"ამ კლუბებმა ეს გააკეთეს. კლუბების განზრახვა და სურვილი გამოასწორონ მათ მიერ გამოწვეული დესტაბილიზაცია მიღებულია, უეფას სურს ეს თავი დახუროს და კონსტრუქციული დამოკიდებულით წინსვლა გააგრძელოს".

"გამოცხადებული ზომები სერიოზულ ხასიათს ატარებს, მაგრამ არანაირი ფინანსური სანქცია არ მოუტანს უეფას სარგებელს. მიღებული თანხა მთელი ევროპის მასშტაბით არსებულ ბავშვთა-ახალგაზრდულ და ლოკალურ ფეხბურთს მოხმარდება, მათ შორის დიდი ბრიტანეთიცაა".

"ამ კლუბებმა სწრაფად გააცნობიერეს თავიანთი შეცდომა და იმოქმედეს, რათა ევროპული ფეხბურთისადმი სინანული და ერთგულება გამოემჟღავნათ. იმ კლუბებზე, რომელიც ე.წ "სუპერლიგაში" დარჩნენ, ამას ვერ ვიტყვით. უეფა მათ შემდგომ მიხედავს", - დასძინა ჩეფერინმა.

უეფასთან შეთანხმების შედეგად, სუპერლიგის პროექტი დატოვეს "არსენალმა", "ატლეტიკომ", "ინტერმა", "ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "მილანმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ". ამავდროულად, "რეალმა", "ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" უარი განაცხადეს ახალი ტურნირიდან გასვლაზე და ამ პროექტს გამოუცხადეს თავიანთი ერთგულება. აქამდე გავრცელებული ცნობით, სამივე ეს კლუბი შეიძლება ევროთასებს ორი წლით ჩამოაშორონ.

ოფიციალურად: სუპერლიგის 12 კლუბიდან 9 უეფასთან გარიგებაზე წავიდა

ცნობილია ის 3 კლუბი, რომელმაც სუპერლიგა არ დატოვა - რა ბედი ეწევათ მათ?