ავტორიზაცია

VIDEO: გავიხსენოთ თბილისელებისა და ბათუმელების 8-გოლიანი შოუ - როლებში: ჩისკო, ლორია, კვეკვესკირი და სხვები

თარიღი 08 მაი 2021, 10:17

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირიპირების წინ, გავიხსენოთ ამ გუნდების ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ახლო წარსულიდან.

2012 წლის 11 ნოემბერი - მასპინძლების როლში იყვნენ დედაქალაქელები, რომლებმაც აღნიშნულ მატჩში მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:3 დაამარცხეს.

"ლურჯ-თეთრების" მხრიდან გოლები გაიტანეს ჩისკო მუნიოსმა (დუბლი), ჯაბა დვალმა (დუბლი) და ლევან ხმალაძემ. რაც შეეხებათ აჭარლებს: თორნიკე ბერიძე (დუბლი) და ალექსანდრე ბაციკაძე.

დუშან უჰრინის გუნდი იყო ასეთი შემადგენლობით - ლორია, კვარაცხელია, ხიზანეიშვილი, სეთურიძე, გლიშიჩი, ხმალაძე (კვეკვესკირი), ძარია, მერებაშვილი, ალვარო, ჩისკო, დვალი (რობერტინიო).

გია გურულის გუნდი - მამინაშვილი, თოთლაძე, ბაჟელიძე, მაკარიანი, ბერიძე (ტიმჩიშინი), დიასამიძე, კილაძე, ცანავა (თევდორაძე), ვარშანიძე (სიჭინავა), მუჯირი, ბაციკაძე. 

VIDEO: დილას ლეგიონერებმა მოაგებინეს - დინამოსთან სხვაობა 3 ქულაა

ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს მატჩის ყველა ბილეთი 2 საათში გაიყიდა