ავტორიზაცია

"მამარდაშვილის ფიზიკური მონაცემები ვალენსიას დანარჩენ მეკარეებზე შთამბეჭდავია", - ესპანური პრესა

"მამარდაშვილის ფიზიკური მონაცემები ვალენსიას დანარჩენ მეკარეებზე შთამბეჭდავია", - ესპანური პრესა
თარიღი 08 May 2021, 12:45

PlazaDeportiva-მ თბილისის "ლოკომოტივის" მეკარესა და "ვალენსიას" პოტენციურ ახალწვეულს, გიორგი მამარდაშვილს ვრცელი სიახლე მიუძღვნა.

გამოცემამ შეაფასა ქართველი გოლკიპერის პერსპექტივები "ღამურებში" და აღნიშნა, რომ მისი ფიზიკური მონაცემები მართლაც შთამბეჭდავია.

"მამარდაშვილი ივარჯიშებს ვალენსიას მთავარ გუნდთან ერთად, მესამე მეკარის სტატუსით, თუმცა პრაქტიკის მისაღებად ის მატჩებს სარეზერვო გუნდში ჩაატარებს.

ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი გოლკიპერი "ღამურების" მთავარი გუნდის განაცხადში არ მოხვდება. კლუბი ყურადღებით დააკვირდება მის პროგრესს.

ცაცია კარის დარაჯი, სიმაღლე - 196 სანტიმეტრი, ფართო ხელშლითა და კარის საკმაოდ დიდი ნაწილის დაფარვის პოტენციალით.

"მურსელაგოსის" დანარჩენი მეკარეების მონაცემები არ არის ასეთი შთამბეჭდავი - სილესენი - 187 სმ, დომენეკი - 185 სმ, რივერო - 188 სმ".

შეგახენებთ, ესპანური წყაროები ამტკიცებენ, რომ "ლოს ჩეს" თბილისის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი გოლკიპერის ტრანსფერი მილიონი ევრო დაუჯდება.

Transfermarkt-ი კი 20-წლის კარის დარაჯს 800 ათას ევროდ აფასებს. აქვე დავამატებთ, "რკინიგზელების" 25-ე ნომერმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოწვევაც მიიღო.