ავტორიზაცია

"პირველად შევხვდით 11-12 წლის წინ, ახლა ის ძალიან შეცვლილია", - კიაერი რონალდუს შესახებ

"პირველად შევხვდით 11-12 წლის წინ, ახლა ის ძალიან შეცვლილია", - კიაერი რონალდუს შესახებ
თარიღი 08 მაი 2021, 13:15

"მილანის" ცენტრალურმა მცველმა, სიმონ კიაერმა ტურინის "იუვენტუსის" ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რონალდუს წინააღმდეგ თამაში არის ყოველთვის დიდი სიამოვნება და გამოწვევა. პირველად შევხვდით 11 თუ 12 წლის წინ, ის ძალიან შეიცვალა.

პორტუგალიელი თავდამსხმელი მაშინაც იყო დიდი ჩემპიონი, თუმცა დროთა განმავლობაში ის უფრო დაიხვეწა როგორც მოთამაშე.

კრიშტიანუს ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლაში შეუძლია გოლის გატანა. ამ კომპონენტში მას ბადალი არ ჰყავს.

უკვე 10-15 წელია, რაც იუვენტუსის ლიდერი იმყოფება ფეხბურთის მწვერვალზე, ეს დასაფასებელია", - განაცხადა დანიელმა უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონის" შვიდიანი სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა რბოლას ლიდერობს 27 გოლით, უახლოეს მდევარს, რომელუ ლუკაკუს 6 ბურთით ნაკლები აქვს.

მესი თუ რონალდუ? - პოგბამ არჩევანი გააკეთა

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ი ასახელებს კლუბს, სადაც რონალდუ კარიერას დაასრულებს