ავტორიზაცია

"ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა", - რეალმა, ბარსამ და იუვენტუსმა, სუპერლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს

"ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა", - რეალმა, ბარსამ და იუვენტუსმა, სუპერლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს
თარიღი 08 მაი 2021, 14:52

„რეალმა“,„ ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“, სუპერლიგასთან დაკავშირებულ უეფას ვერდიქტს თავისი ოფიციალური განცხადებით უპასუხეს.

„იმ განცხადების გამო, რომელიც უეფამ სუპერლიგასთან დაკავშირებით 7 მაისს გააკეთა და პოზიციის, რომელსაც ამ ტურნირის 9 დამფუძნებელი იკავებს, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ აცხადებენ შემდეგს:

1 . დამფუძნებელი გუნდები დაზარალდნენ და აგრძელებენ ზიანის მიღებას იმ უადგილო ზეწოლის, მუქარებისა და შეურაცხყოფებისგან, რომელიც მესამე მხრისგან მოდის. გვაიძულებენ, უარი ვთქვათ პროექტზე და შესაბამისად, საკუთარ უფლებაზე. ეს ყველანაირი კანონით არის აკრძალული და სასამართლოებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება სუპერლიგის სასარგებლოდ, რითაც ფიფას და უეფას აუკრძალეს როგორც პირდაპირ, ისე ირიბად განახორციელოს ზეწოლა და რაიმე მოიმოქმედოს მინიმუმ იქამდე, სანამ სასამართლო გარჩევა მიდის.

ოფიციალურად: სუპერლიგის 12 კლუბიდან 9 უეფასთან გარიგებაზე წავიდა

2. სუპერლიგის პროექტი შეიქმნა 12 კლუბ-დამფუძნებელთან თანამშრომლობით:

ა) რათა საფეხბურთო ინდუსტრიაში ამჟამინდელი არამდგადი სიტუაცია გამოსწორებულიყო. 12-ვე კლუბი იზიარებდა ყველა იმ ხიფათს, რომელიც დღეს ევროპულ ფეხბურთში დგას, განსაკუთრებით ამჟამინდელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. ჩავთვალეთ, რომ რეფორმები აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი სპორტი მომხიბვლელი დარჩენილიყო და ხანგრძლივ პერსპექტივაში გადარჩენილიყო. ამ მიზნით, 18 აპრილს, გამოვთქვით მზადყოფნა სუპერლიგის შექმნის და უეფასთან და ფიფასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოვაჩინეთ, რის შესახებაც ყველა გუნდმა იმავე დღეს განაცხადა.

ბ) ამჟამინდელი საფეხბურთო სტრუქტურისა და ეკოსისტემის აბსოლუტური პატივისცემით. დამფუძნებელი კლუბები შეთანხმდნენ იმაზე, რომ სუპერლიგა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ მას უეფა ან/და ფიფა აღიარებენ და ის ჩაითვლებოდა როგორც ტურნირი, რომელიც ყველა კანონს აკმაყოფილებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უეფა და ფიფა ამ დრომდე უარს ამბობენ ადეკვატური კავშირის დამყარებაზე;

გ) მისი მიზანი იყო ევროპულ საფეხბურთო ოჯახში ფინანსური სტაბილურობის შემოტანა, რომელიც ამჟამად ღრმა კრიზისში იმყოფება და ბევრ კლუბს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგას. ამას ამტკიცებს ისიც, რომ კანონის მიხედვით ვიღებდით პასუხისმგებლობაში თითოეული გუნდისთვის გარანტირებული თანხის გადახდაზე, რაც ბევრჯერ აღემატება იმ თანხას, რომელსაც უეფა კლუბებს შორის ანაწილებს.

3. 12-მა დამფუძნებელმა კლუბმა ასევე აღიარა, რომ სუპერლიგა არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ გულშემატკივრებს ამ სპორტის მიმართ სიყვარული გაუმძაფრდეთ და დაიდგას ნამდვილი შოუ, რაც თავის მხრივ სპორტისადმი გლობალურ ინტერესსაც გაზრდიდა. დღესდღეობით, ეს არ არის „მოცემულობა“ და თანამედროვე თაობაში მიღებული ფაქტი. გარდა ამისა, ეს იყო ქალთა ფეხბურთის გლობალურ დონეზე განვითარების ერთ-ერთი მთვარი გზა - უდიდესი, მაგრამ ამჟამად არასაკმარისად დაფასებული შესაძლებლობა ამ სექტორისთვის.

4. სრულიად ვიზიარებთ განსხვავებულ რეაქციას სუპერლიგის ინიციატივაზე და შესაბამისად, ამის მიზეზებზე ფიქრსაც ვაპირებთ. მზად ვართ, გადავხედოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მიდგომას და საჭიროების მიხედვით ცვლილებებიც შევიტანოთ. თუმცა, სრულიად უპასუხისმგებლოები ვიქნებით, თუ საფეხბურთო სექტორის კრიზისის და საჭიროებების მიუხედავად, ამ იდეაზე უარს ვიტყვით. 

5. დიდი მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მეგობრები და თანადამფუძნებლები რთულ და არათანმიმდევრულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და გუშინ უეფას წინაშე გარკვეულ ვალდებულებებზეც მოუწიათ ხელის მოწერა. თუმცა, სუპერლიგის შექმნის თავდაპირველი იდეა მატერიალურმა პრობლემებმა წარმოშვა და ეს არ გამქრალა. გავიმეორებთ, რომ ჩვენი მიზანია ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და ადეკვატურ გადაწყვეტილებებამდე მივიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ უეფასგან მუდმივად მოდის მუქარები და ზეწოლა.

6. და ბოლოს, კვლავ ვეუბნებით ფიფას, უეფას და ყველა ფეხბურთით დაინტერესებულ მხარეს, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც გაიმართება ურთიერთპატივისცემით და ყველანაირი ზეწოლის გარეშე, როგორც უმაღლეს კანონს შეეფერება. ეს არის სრული საფეხბურთო ოჯახის მდგრადობის გარანტია.“ - ნათქვამია კლუბების მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ განცხადებებში.

ცნობილია ის 3 კლუბი, რომელმაც სუპერლიგა არ დატოვა - რა ბედი ეწევათ მათ?