ავტორიზაცია

იუვენტუსის და ატლეტიკოს ექს-ფეხბურთელს კარიერის დასრულება გულის პრობლემების გამო მოუწია

იუვენტუსის და ატლეტიკოს ექს-ფეხბურთელს კარიერის დასრულება გულის პრობლემების გამო მოუწია
თარიღი 08 მაი 2021, 15:42

„იუვენტუსის“ და „ატლეტიკოს“ ექს-ფეხბურთელმა, რუბენ ოლივერამ, პროფესიონალური კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა.

„ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებ. ეს მთლად ჩემი გადაწყვეტილებაც არ არის, რადგან სამი კვირის წინ, გულის პრობლემები დამიდგინდა. 

კარიერის ასე დასრულება არ მინდოდა, იმიტომ რომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ვნება ჯერ კიდევ გამაჩნია. ამიტომ, მწვრთნელობას დავიწყებ.“ - აღნიშნა ოლივერამ.

ურუგვაელი ფეხბურთელის უკანასკნელი გუნდი „ასპრილია რასინგი“ იყო, რომელშიც ის 2018-2019 წლებში თამაშობდა.

თავის დროზე, ოლივერას ისეთ გუნდებში აქვს ნათამაშები, როგორებიც „იუვენტუსი“, მადრიდის „ატლეტიკო“, „სამპდორია“, „ჯენოა“, „ფიორენტინა“ და სხვები არიან.

ურუგვაის ნაკრებში ფეხბურთელს 2001-2005 წლებში იძახებდნენ.