ავტორიზაცია

მკაცრი წერილი, რომელიც რეალმა, ბარსამ და იუვემ სუპერლიგის სხვა 7 დამფუძნებელს მისწერეს

მკაცრი წერილი, რომელიც რეალმა, ბარსამ და იუვემ სუპერლიგის სხვა 7 დამფუძნებელს მისწერეს
თარიღი 08 მაი 2021, 15:48

„რეალმა“ „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ სუპერლიგის სხვა დამფუძნებლებს მკაცრი წერილები მისწერეს.

Marca ამტკიცებს, რომ მიიღო წვდომა იმ წერილების მიმართ, რომელიც „რეალმა“, „ბარსელონამ“ და „იუვენტუსმა“ მისწერეს „არსენალს“, „ჩელსის“, „სიტის“, „მან.იუნაიტედს“, „ლივერპულს“, „ტოტენჰემს“ და „ატლეტიკოს“.

ამ წერილებში სამი კლუბი თავის პარტნიორებს აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სუპერლიგას დატოვებენ და უეფას დაუბრუნდებიან, ამას სერიოზული შედეგები მოყვება.

ჯერჯერობით, ასეთი სახის წერილები არ მიუღიათ „მილანს“ და „ინტერს“, იმიტომ რომ წერილის გაგზავნის (6 მაისის) მომენტისთვის, „რეალმა“, „ბარსამ“ და „იუვემ“ ზუსტად არ იცოდნენ, რას აპირებდნენ მილანური გუნდები.

წერილში ნათქვამია: „ვფიქრობთ, რომ თქვენი ქმედება და მესამე პირებთან საუბარი არის დაღრვევა იმ ვალდებულებების, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეთ. გვგონია, რომ უეფასთან საბუთბის გაფორმება არის ჩვენს მიერ გაფორმებული თანამშრომლობის დარღვევა. გთავაზობთ გადაწყვეტილების შეცვლას.“ 

გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ „რეალმა“, „ბარსამ“ და „იუვემ“ სუპერლიგიდან გასულ გუნდებს ამ ახალი ტურნირის იმიჯის შელახვაში ადანაშაულებენ და აფრთხილებენ, რომ იურიდიული ზომების მათ წინააღმდეგ გამოყენება არ გამოირიცხება.

დღეს, „ბარსამ“, „რეალმა“ და „იუვემ“ ოფიციალური განცხადებით უარყვეს, რომ სუპერლიგიდან გასვლას აპირებენ და ამას სრული უპასუხისმგებლობაც უწოდეს.

"ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა", - რეალმა, ბარსამ და იუვენტუსმა, სუპერლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს