ავტორიზაცია

უხვგოლიანი ფრე სამტრედიაში: შუქურამ თამაში გადაარჩინა [VIDEO]

თარიღი 08 მაი 2021, 17:02

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "სამტრედიასა" და "შუქურას" შორის.

იმერლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. თავი გუნდის ლიდერმა ირაკლი რუხაძემ გამოიჩინა.

ტაიმის მიწურულს იოსელიანის ჩაწოდებას ილურიძის გადაცემა და კობახიძის გოლი მოჰყვა.

მეორე ტაიმის ქობულეთელთა უპირატესობით დაიწყო, რაც შედეგზეც აისახა. ინგოროყვამ დუბლი გაიფორმა და მატჩი 2:2 დასრულდა.