ავტორიზაცია

ასტრონომიული ციფრები: რამდენს მიიღებს ნეიმარი პსჟ-სგან ახალი კონტრაქტის მიხედვით?

ასტრონომიული ციფრები: რამდენს მიიღებს ნეიმარი პსჟ-სგან ახალი კონტრაქტის მიხედვით?
თარიღი 08 მაი 2021, 17:32

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნეიმარმა „პსჟ-სთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ბრაზილიელის ხელფასი პარიზულ გრანდში უბრალოდ შთამბეჭდავი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში ნეიმარის წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება. თანაც, გადასახადების გადახდის შემდეგ.

შესაბამისად, მისი თვიური ანაზღაურება 2.5 მილიონ ევროს აღწევს, კვირაში ის 625 ათას ევროს მიიღებს, დღეში 89.2 ათასს, ერთ საათში 3.7 ათას ევროს და წუთში 62 ევროს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი დღემდე რჩება ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად - 2017 წელს „პსჟ-ს“ მისი ტრანსფერი 222 მილიონი ევრო დაუჯდა.

სადღეისოდ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მხოლოდ ხელფასის მიხედვით ლეო მესია, რომელსაც „ბარსელონა“ წლიურად დაახლოებით 100 მილიონ ევროს უხდის.