პირველი მარცხი პრემიერ ლიგაში ჟოზეს გარეშე! მარსელო ბიელსამ ტოტენჰემს მოუგო

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ლიდსმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა.
ანგარიში მატჩის მე-13 წუთზე სტიუარტ დალასმა გახსნა, 25-ზე კი ანგარიში სონ ჰეუნ მინმა გაათანაბრა.
პირველი ტაიმის მიწურულს, პატრიკ ბამფორდმა მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა (2:1), მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში როდრიგო მორენომ დააფიქსირა - 3:1.
აღსანიშნავია, რომ „ტოტენჰემისთვის“ ეს ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ პრემიერ ლიგაში პირველი წაგებაა.
35 მატჩის შემდეგ „ტოტენჰემი“ 56 ქულით მე-6 ადგილს იკავებს, „ლიდსი“ კი 50 ქულით მეცხრეა.