ავტორიზაცია

უგოლო ფრე კამპ ნოუზე - ლა ლიგის ჩემპიონობის ბედი მადრიდის რეალის ხელში გადავიდა

უგოლო ფრე კამპ ნოუზე - ლა ლიგის ჩემპიონობის ბედი მადრიდის რეალის ხელში გადავიდა
თარიღი 08 მაი 2021, 20:08

ლა ლიგის 35-ე ტურში „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და უგოლო ფრედ, 0:0 დასრულდა.

სტატისტიკურად გუნდებმა თანაბარი შეხვედრა გამართეს და საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა საკუთარი შანსების გამოყენება ვერ მოახერხეს.

ეს შედეგი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ აწყობდა, რომელიც ხვალ „სევილიას“ დამარცხების შემთხვევაში ლა ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდება და ჩემპიონობის ბედიც მის ხელში გადაინაცვლებს.

მიმოხილვა იტვირთება.