ავტორიზაცია

"დავიღალე, ჩემი ადვოკატები შესაბამის სასამართლო პროცესებს დაიწყებენ", - რა ხდება კასილასის გარშემო?

"დავიღალე, ჩემი ადვოკატები შესაბამის სასამართლო პროცესებს დაიწყებენ", - რა ხდება კასილასის გარშემო?
თარიღი 08 მაი 2021, 20:54

"რეალისა" და "პორტუს" ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

ვეტერანი ესპანელი ადასტურებს, რომ მათ წინააღმდეგ, ვინც მისი ჯანმრთელობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს, სასამართლო პროცესებს იწყებს.

ამ კვირაში გავრცელებული ცნობით, კასილასს 2019 წელს ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, როცა სარა კარბონეროზე იყო დაქორწინებული.

"დავიღალე იმით, რომ ჩემთან დაკავშირებით ადამიანები სხვადასხვა ისტორიას იგონებენ, ამიტომაც გადაწყვეტილება მივიღე - ჩემი ადვოკატები შესაბამის სასამართლო პროცესებს დაიწყებენ", - წერს იკერი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, კასილასმა კარიერა 2020 წელს, 39 წლის ასაკში, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაასრულა.

ინფარქტიდან ორი წლის შემდეგ, კასილასი ისევ გულმა შეაწუხა