ავტორიზაცია

ორი გრანდი, რომელსაც იუვენტუსმა დე ლიგტის ტრანსფერზე უარი შეუთვალა

ორი გრანდი, რომელსაც იუვენტუსმა დე ლიგტის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
თარიღი 08 მაი 2021, 21:09

"იუვენტუსმა" გუნდის მცველ მატეის დე ლიგტის თაობაზე ორი წინადადება იუარა, წერს Football Italia.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, ტურინელებმა "ბარსელონასგან" და "ჩელსისგან" მიიღეს შეთავაზებები.

მიუხედავად ამისა, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობამ 21 წლის ჰოლანდიელის გაშვება არ ისურვა.

2020/21 წლების სეზონში დე ლიგტმა "იუვენტუსის" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა უკანახაზელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.

"იმედი მაქვს, ერთხელაც კაპიტანი გავხდები", - დე ლიგტმა გავრცელებულ ჭორებს ბოლო მოუღო