ავტორიზაცია

AS-ი ასახელებს ფეხბურთელს, რომლის ტრანსფერსაც აზარის სანაცვლოდ მიღებულ თანხას მოახმარს

AS-ი ასახელებს ფეხბურთელს, რომლის ტრანსფერსაც აზარის სანაცვლოდ მიღებულ თანხას მოახმარს
თარიღი 08 მაი 2021, 21:20

"რეალი" ზაფხულში თავდამსხმელ ედენ აზარის გაყიდვას ეცდება, იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები ბელგიელისთვის ახალი კლუბის ძიებას აქტიურად არ დაიწყებენ, მაგრამ თუ წინადადებას მიიღებენ, უპასუხოდ არ გაისტუმრებენ.

როგორც აღინიშნება, "რეალი" აზარის გაყიდვით მიღებულ თანხას "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს მოახმარს.

Transfermarkt-ის ვერსიით, 30 წლის შემტევის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს. "რეალის" რიგებში აზარი 2019 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს. კლუბს იგი "ჩელსიდან" 115 მილიონ ევროდ შეუერთდა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში აზარმა ესპანეთის ჩემპიონატში 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მადრიდელთა მოთმინება ამოიწურა - რეალმა ედენ აზარს ფასი დაადო