ავტორიზაცია

დორტმუნდმა თვალი შესნის დაადგა

დორტმუნდმა თვალი შესნის დაადგა
თარიღი 08 მაი 2021, 22:05

"დორტმუნდი" "იუვენტუსის" გოლკიპერ ვოიცეხ შესნით ინტერესდება, იტყობინება Goal.

გავრცელებული ინფორმაციით, გერმანული კლუბი 31 წლის პოლონელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.

როგორც იწერება, ფეხბურთელი "იუვენტუსში" ბედნიერია, მაგრამ შესაძლოა გუნდი დატოვოს, იმ შემთხვევაში, თუ ტურინელები "მილანის" კარის დარაჯს, ჯანლუიჯი დონარუმას დაიმატებენ.

2020/21 წლების სეზონში შესნიმ "იუვენტუსის" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაუშვა, საკუთარი კარი კი მშრალად 8-ჯერ შეინახა.