"ძირითადი მეკარე უკვე მყავს, ეს ჯორდან პიკფორდია", - ანჩელოტის შესნი არ სჭირდება
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ "იუვენტუსის" კიპერ ვოიცეხ შესნისადმი "კანფეტების" ინტერესზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
"ძირითადი მეკარე უკვე მყავს, ეს ჯორდან პიკფორდია. ახლა მხოლოდ "ვესტ ჰემთან" მატჩზე ვფიქრობ, ევროთასებზე მოხვედრა გვინდა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.
5 მაისს დაიწერა, რომ შესნი შეიძლება ზაფხულში "იუვენტუსიდან" "ევერტონში" 10 მილიონ ევროდ გადავიდეს.