ავტორიზაცია

ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და 6:0! - ბაიერნმა ჩემპიონის სტატუსით გლადბახს გადაუარა [VIDEO]

ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი და 6:0! - ბაიერნმა ჩემპიონის სტატუსით გლადბახს გადაუარა [VIDEO]
თარიღი 08 მაი 2021, 22:37

გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" "გლადბახს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება "რეკორდმაისტერის" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 6:0.

ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა - მეტოქის კარი რობერტ ლევანდოვსკიმ აიღო. 23-ე წუთზე, ტომას მიულერმა მიუნხენელთა უპირატესობა გაზარდა. 34-ე წუთზე, ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, რამდენიმე წუთში კი თავისი გოლი კინგსლი კომანმაც გაიტანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნახევარიც "ბაიერნის" უპირატესობით დაიწყო და ლევანდოვსკიმ 66-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

საბოლოო შედეგი 86-ე წუთზე ლეროი სანემ დააფიქსირა და მიუნხენურმა გრანდმა მეტოქის დარბევა დაასრულა.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ბაიერნი", რომელიც უკვე ოფიციალურად ჩემპიონია, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 74 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, "გლადბახი" კი 46 ქულით მე-7 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა