ავტორიზაცია

ბარსელონამ დეპაის ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია

ბარსელონამ დეპაის ალტერნატიული ვარიანტი შეარჩია
თარიღი 08 მაი 2021, 23:02

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი იმ შემთხვევისთვის, თუ "ლიონის" თავდამსხმელ მემფის დეპაის ვერ შეუთანხმდება, სხვა ვარიანტებს განიხილავს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს.

ასე და ამგვარად, ერთ-ერთი ვარიანტი "პსვ"-ს შემტევი, დონიელ მალენია. კუმანს 22 წლის ჰოლანდიელის თამაშის სტილი მოსწონს.

ამ სეზონში მალენმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.