ავტორიზაცია

არსენალმა შესაძლოა აიაქსის დისკვალიფიცირებული გოლკიპერი დაიმატოს

არსენალმა შესაძლოა აიაქსის დისკვალიფიცირებული გოლკიპერი დაიმატოს
თარიღი 08 მაი 2021, 23:24

"არსენალი" "აიაქსის" გოლკიპერ ანდრე ონანათი ინტერესდება, წერს Goal.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის კამერუნელი შეიძლება ინგლისურ კლუბში იმ შემთხვევაში გადავიდეს, თუ სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო ანტიტოპინგური წესის დარღვევის თაობაზე ფეხბურთელის დისკვალიფიკაციას შეამცირებს.

ფეხბურთელმა აპელაცია შეიტანა, რომელსაც ივნისში განიხილავენ და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში დისკვალიფიკაციას ვადა არა 2022 წლის თებერვალში, არამედ 2021 წლის ოქტომბერში გაუვა.

ონანა 2021 წლის თებერვალში იმის გამო დასაჯეს, რომ მის დოპინგ-ტესტში აკრძალული ნივთიერება, ფუროსემიდი აღმოაჩინეს. "აიაქსი" თავისი კიპერის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტის მიღებას გეგმავს, "არსენალი" კი 7 მილიონს ჩამოდის.