ავტორიზაცია

კობიაშვილი ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ მატჩს ეხმაურება

კობიაშვილი ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ მატჩს ეხმაურება
თარიღი 09 მაი 2021, 00:31

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დინამო ბათუმი" ახალ სტადიონზე "დინამო თბილისს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

ამ მატჩს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა.

"ბათუმის ახალმა სტადიონმა დღეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩს გულშემატკივართან ერთად პირველად უმასპინძლა.

უპირველესად, მინდა მივულოცო თითოეულ ბათუმელს, ფეხბურთის გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს! ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი, უმაღლესი დონის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შეემატა. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო მატჩის მასპინძელი იქნება როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და მჯერა, რომ აქ ერთად არაერთ წარმატებას ვიზეიმებთ!

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს იმ განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროსთვის, რომელსაც ისინი სტადიონზე ქმნიან" - წერს კობიაშვილი.

VIDEO: ჯიღაურის გოლი და ორხელისუფლებიანობა პირველ ადგილზე - ბათუმელებმა თბილისელები დაამარცხეს!