ავტორიზაცია

არსენალმა ლიგაზე გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა - უკანასკნელად როდის ითამაშა გუნდმა ამ ტურნირზე?

არსენალმა ლიგაზე გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა - უკანასკნელად როდის ითამაშა გუნდმა ამ ტურნირზე?
თარიღი 09 მაი 2021, 10:51

გუშინ, 8 მაისს ოფიციალურად გაირკვა, რომ „არსენალი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.

მიკელ არტეტას შეგირდებს ამ ტურნირზე მოხვედრის მათემატიკური შანსიც კი აღარ აქვთ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ 2:1 მოუგო.

ამჟამად, „მეთოფეები“, რომლებიც 49 ქულით მე-10 ადგილს იკავებენ, მეოთხეადგილოსან „ლესტერს“ 14 ქულით ჩამორჩებიან - სხვაობა, რომლის აღმოფხვრაც 4 მატჩში აღმოფხვრა ფიზიკურად შეუძლებელია.

ერთადერთი და ყველაზე რეალური შანსი „არსენალისთვის“ ევროპა ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იყო, თუმცა ამ ტურნირის ნახევარფინალში გუნდი „ვილიარეალთან“ დამარცხდა.

ამრიგად, „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეხუთე სეზონის მანძილზე გამოტოვებს. უკანასკნელად, გუნდმა ოთხეულში ადგილი 2015/16-სეზონში დაიკავა, როცა ჩემპიონი სენსაციურად „ლესტერ სიტი“ გახდა.

იმ დროისთვის, „მეთოფეების“ მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ არსენ ვენგერი იყო.