ავტორიზაცია

"უბრალოდ ჭორებია", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებას არ აპირებს?!

"უბრალოდ ჭორებია", - ხავი ბარსელონაში დაბრუნებას არ აპირებს?!
თარიღი 09 მაი 2021, 15:38

„ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა და „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა, ხავი ერნანდესმა, გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

პრესა მას აქტიურად აკავშირებდა „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან, თუმცა თავად ესპანელს სხვა გეგმები აქვს - ის გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

„მე ალ-სადთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ვარ ახლოს. ჩემი გუნდიდან წასვლა - უბრალო ჭორებია. ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბში და ამ ფეხბურთელებთან ერთად ვმუშაობ.“ - აღნიშნა ხავიმ.

2020/21-სეზონში ალ-სადმა ხავის ხელმძღვანელობით ყატარის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ესპანური პრესა აქტიურად წერდა, რომ თუ ბარსელონა ლა ლიგას ვერ მოიგებს, ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სწორედ ხავით ჩანაცვლდებოდა.

ფეხბურთელობისას ხავიმ ბარსელონაში 17 წელი გაატარა (1998-2015), კარიერა კი სწორედ ალ სადში დაასრულა, სადაც ოთხი წლის მანძილზე ითამაშა და შემდეგ, მწვრთნელი გახდა.