ავტორიზაცია

მასკერანო: "მთელი გულით მინდა, რომ მესი ბარსელონაში დარჩეს"

მასკერანო: "მთელი გულით მინდა, რომ მესი ბარსელონაში დარჩეს"
თარიღი 09 მაი 2021, 16:40

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ, ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

არგენტინელს სურს, რომ მისმა თანამემამულემ კარიერა „კამპ ნოუზე“ გააგრძელოს. მესის „ბარსასთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება.

„ყველას გულით ვუსურვებ, რომ ის „ბარსელონაში“ დარჩეს. მინდა, რომ მან „ბარსას“ მაისურით გააგრძელოს გართობა, როგორც საკუთარი თავის, ისე ხალხის. 

ამის დიდი იმედი მაქვს, მაგრამ როგორც უკვე წარსულშიც ვთქვი, ეს არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ პირადად მან და მისმა ოჯახმა უნდა მიიღონ. გავიმეორებ, მე პირადად ძალიან მინდა, რომ მესი „ბარსელონაში“ თამაშობდეს.“ - აღნიშნა მასკერანომ.