ავტორიზაცია

იუვენტუსი დე ლიგტის გასხვისებას არ აპირებს

იუვენტუსი დე ლიგტის გასხვისებას არ აპირებს
თარიღი 09 მაი 2021, 16:50

„იუვენტუსი“ ზაფხულში ჰოლანდიელი მცველის, მატეის დე ლიგტის გაყიდვას არ აპირებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელით ორი ევროპული ტოპ-კლუბი ინტერესდება.

სეზონის ბოლოს, დე ლიგტის შეძენაზე უარს „ბარსელონა“ და „ჩელსი“ არ იტყოდნენ. თუმცა, „იუვემ“ აშკარად გააგებინა ყველას, რომ ახალგაზრდა მცველთან განშორებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში, დე ლიგტმა 31 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.