ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ბაიერნით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია - რა არ მოსწონს პოლონელს?

ლევანდოვსკი ბაიერნით უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია - რა არ მოსწონს პოლონელს?
თარიღი 09 მაი 2021, 18:16

„ბაიერნის“ თავდამხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, გაღიზიანებულია იმით, რომ პრესა გუნდში ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე წერს.

აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული ფეხბურთის ავტორიტეტული ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება.

ახლახანს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მომავალ ზაფხულს „ბაიერნი“ ჰოლანდის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს (75 მლნ ევრო). 20 წლის ნორვეგიელში ხელმძღვანელობა რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად მოიაზრებს.

უშუალოდ „ბაიერნს“ ამაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ჟურნალისტი იტყობინება, რომ 32 წლის ლევანდოვსკი ძალიან გაღიზიანებულია იმით, რომ კლუბი მის შემცვლელზე ასე ნაადრევად ამუშავდა.

სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ლევანდოვსკიმ ძალების მოსინჯვა პრემიერ ლიგაში მოისურვა და არ არის გამორიცხული, „ბაიერნიდან“ წასვლის სურვილიც გამოთქვას.

მიმდინარე სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ბუნდესლიგის 27 მატჩში 39 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.