ავტორიზაცია

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სხვაგან ჩატარდება?

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ჩემპიონთა ლიგის ფინალი სხვაგან ჩატარდება?
თარიღი 09 მაი 2021, 18:20

ბრიტარნელი პოლიტიკოსის, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერმა, მაიკლ გოუვმა, უეფასთან მოლაპარაკებები დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსის მძვინვარების გამო, ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარებას ინგლისში ითხოვენ.

„ამჟამად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩემი მეგობარი და კოლეგა ოლვერ დაუდენი (ბრიტანეთის ციფრული ტექნოლოგიის, კულტურის, მასობრივი ინფორმაციებისა და სპორტის მინისტრი - ავტ.) ამჟამად ვსაუბრობთ საჭირო ხალხთან, რის შესახებაც არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ რაღაც ვიცი.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ბრიტანელ ქომაგებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენს ქვეყანაში ხილვა უნდათ.“ - ციტირებს გოუვის სიტყვებს Reuters.

ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა 29 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში უნდა გაიმართოს. მასში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, სტამბოლს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ჯერ კიდევ შარშან უნდა ემასპინძლა, თუმცა მაშინ, ასევე კორონავირუსის გამო, 1/4-ფინალიდან დაწყებული ყველა შეხვედრა ლისაბონში გაიმართა.