ავტორიზაცია

სიტის ჩემპიონობა გადაიდო! იუნაიტედმა ასტონ ვილას მატჩი დაუტრიალა და 3:1 მოუგო [VIDEO]

სიტის ჩემპიონობა გადაიდო! იუნაიტედმა ასტონ ვილას მატჩი დაუტრიალა და 3:1 მოუგო [VIDEO]
თარიღი 09 მაი 2021, 19:03

პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ასტონ ვილას“ 3:1 მოუგო და თანაქალაქელი „სიტის“ ჩემპიონობა მინიმუმ შემდეგ ტურამდე გადადო.

ანგარიში 24-ე წუთზე ტრაორემ გახსნა და „სიტის“ ჩემპიონობა დააახლოვდა. 52-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტით წონასწორობა აღადგინა, 4 წუთში კი მეისონ გრინვუდმა „იუნაიტედი“ უკვე წინაც გაიყვანა.

შეხვედრაში წერტილი ცვლილებაზე გამოსულმა ედინსონ კავანიმ დასვა, რომელმაც 87-ე წუთზე მარკუს რაშფორდის პასით ისარგებლა და მესამე გოლი გაიტანა.

89-ე წუთზე, სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა „ვილას“ ფორვარდმა, ოლი უოტკინსმა.

ამ გამარჯვებით, „იუნაიტედმა“ 70 ქულა დააგროვა და ლიდერ „სიტის“ 10 ქულით ჩამორჩება, თუმცა კიდევ ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.