ავტორიზაცია

[VIDEO] ეფექტური შესრულება - ოთარ კიტეიშვილმა ზალცბურგს გაუტანა

თარიღი 09 მაი 2021, 19:19

ავსტრიული ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში შტურმი საკუთარ მოედანზე ზალცბურგთან 1-3 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც ავსტრიის ჩემპიონთა კარი 56-ე წუთზე აიღო, 74-ე წუთზე კი ჩვენებური შეცვალეს.

ოთარ კიტეიშვილისთვის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი იყო. 24 ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 6 გოლის გარდა 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ამ წაგების შემდეგ 29 ტურში შტურმს 27 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

სანიოლი: "ის პირველი ფეხბურთელი იყო, ვისაც საქართველოში მოსვლის შემდეგ დავუკავშირდი"

მატჩის გმირი: ბერიძემ გუნდს დრამატულ მატჩში მოაგებინა