ავტორიზაცია

"და რეალს ოდესმე მოუგია ზედიზედ 4 მატჩი?", - პიკემ რეალს წაკბინა

"და რეალს ოდესმე მოუგია ზედიზედ 4 მატჩი?", - პიკემ რეალს წაკბინა
თარიღი 09 მაი 2021, 20:16

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" (0:0) მატჩის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ორივე გუნდის შანსები შემცირდა.

დღეს, "რეალს" შეუძლია ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მწვერვალზე მოექცეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მადრიდელები შინ "სევილიას" დაამარცხებენ.

დამძიმებული სატურნირო სიტუაციის გათვალისწინებით, სწორედ "სამეფო კლუბის" ხელშია ჩემპიონობის ბედი.

ასე და ამგვარად, თუ ზინედინ ზიდანის გუნდი დარჩენილ ოთხ მატჩს მოიგებს, ტიტულს დაისაკუთრებს.

"რეალი"? და მათ ოდესმე მოუგიათ ზედიზედ 4 მატჩი? ვფიქრობ, შანსები გვექნება, თუ დარჩენილ სამ შეხვედრას მოვიგებთ", - ციტირებს "ბარსას" მცველის სიტყვებს Cadena SER.

"ბოლო თვეებია ბედნიერი ჩანს", - პიკე ბარსელონადან მესის შესაძლო წასვლას ეხმაურება