ავტორიზაცია

"იუვენტუსი შესაძლოა სერია ა-დან მოკვეთონ", - იტალიელი ჟურნალისტი

"იუვენტუსი შესაძლოა სერია ა-დან მოკვეთონ", - იტალიელი ჟურნალისტი
თარიღი 09 მაი 2021, 20:22

"იუვენტუსი" შეიძლება ევროპის სუპერლიგასთან დაკავშირებული პოზიციის გამო სერია ა-დან მოკვეთონ, წერს Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი, ალესანდრო ალჩიატო.

"ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ, რომელმაც უეფას მხარდაჭერა გამოუცხადა, "იუვენტუსი" სერია ა-ს მომდევნო გათამაშებიდან მოკვეთოს".

"აი, რატომ მიდის ამჟამად საუბრები ეპოქალურ რაღაცებზე. ფაქტი არ არის, რომ ეს მოხდება, მაგრამ გამორიცხვაც არ შეიძლება", - ციტირებს ჟურნალისტის სიტყვებს Juventus Magazine.

"იუვენტუსმა", "რეალმა" და "ბარსელონამ" 8 მაისს სუპერლიგასთან დაკავშირებით უეფას გადაწყვეტილებაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამ კლუბებმა პროექტს თავიანთი ერთგულება გამოუცხადეს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ტურინული, მადრიდული და კატალონიური გრანდები ევროთასებს ორი წლით ჩამოაშორონ.

"ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა", - რეალმა, ბარსამ და იუვენტუსმა, სუპერლიგასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთეს