ავტორიზაცია

მარსელი ველეს სარსფილდის ნახევარმცველს შეუთანხმდა

მარსელი ველეს სარსფილდის ნახევარმცველს შეუთანხმდა
თარიღი 09 მაი 2021, 20:56

"ველეს სარსფილდის" ნახევარმცველი, ტიაგო ალმადა "მარსელს" შეუთანხმდა, წერს RMC Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა 20 წლის არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება უნდა შეათანხმოს.

როგორც აღინიშნება, მხარეებს შორის ხელშეკრულება 5-წლიანი იქნება. არგენტინული კლუბი 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ალმადამ მიმდინარე სეზონში "ველესის" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.