ავტორიზაცია

ევროპა ლიგის ფინალში ვილიარეალს ჩუკვეზე დააკლდება?

ევროპა ლიგის ფინალში ვილიარეალს ჩუკვეზე დააკლდება?
თარიღი 09 მაი 2021, 21:10

"ვილიარეალის" თავდამსხმელმა, სამუელ ჩუკვეზემ შეიძლება ტრავმის გამო ევროპა ლიგის ფინალი გამოტოვოს, წერს AS.

"არსენალთან" (0:0) გამართული საპასუხო 1/2 ფინალური მატჩის შემდეგ, 21 წლის ნიგერიელს მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა დაუდგინდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გასტანს აღდგენითი პროცესები, ფეხბურთელმა შესაძლოა დაახლოებით ერთი თვე იუქმოს.

2020/21 წლის სეზონში ჩუკვეზემ "ვილიარეალის" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.

"ვილიარეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა 26 მაისს გაიმართება.