ავტორიზაცია

მომავალი სეზონიდან ლიონი შესაძლოა ვიეირამ გაწვრთნას

მომავალი სეზონიდან ლიონი შესაძლოა ვიეირამ გაწვრთნას
თარიღი 09 მაი 2021, 21:27

"ნიცას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პატრიკ ვიეირა შეიძლება "ლიონს" ჩაუდგეს სათავეში, წერს L’Equipe.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტია.

გარდა ამისა, კლუბი კრისტოფ გალტიეს ("ლილი"), რობერტო დე ძერბის ("სასუოლო") და მარსელო გალიარდოს ("რივერ პლეიტი") ვარიანტებსაც განიხილავს.

"ლიონის" ამჟამინდელ თავკაცს, რუდი გარსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ივნისში ეწურება და შეიძლება გუნდიდან წავიდეს.