ავტორიზაცია

ევერტონი ფულემის ნახევარმცველს უმიზნებს

ევერტონი ფულემის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 09 მაი 2021, 21:39

"ევერტონი" "ფულემის" ნახევარმცველ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისათი ინტერესდება, იტყობინება The Mirror.

გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის კამერუნელის დამატება პირადად მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სურს.

როგორც აღინიშნება, ტრანსფერი "კანფეტებს" დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

2020/21 წლების სეზონში ზამბო ანგისამ "ფულემის" მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.