ავტორიზაცია

ტოტენჰემი ბეშიქთაშის თავდამსხმელს უმიზნებს

ტოტენჰემი ბეშიქთაშის თავდამსხმელს უმიზნებს
თარიღი 09 მაი 2021, 21:42

"ტოტენჰემი" "ბეშიქთაშის" თავდამსხმელ კაილ ლარინით ინტერესდება, წერს 90min.

გავრცელებული ინფორმაციით, "დეზებმა" 26 წლის კანადელი შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იყიდონ.

როგორც აღინიშნება, ფორვარდით "ვესტ ჰემიც" ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში ლარინმა "ბეშიქთაშის" რიგებში 42 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, თურქული კლუბის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 9 მილიონ ევროს შეადგენს.