ავტორიზაცია

ბონუსი, რომელიც ინტერმა ბარსელონას უნდა გადაუხადოს

ბონუსი, რომელიც ინტერმა ბარსელონას უნდა გადაუხადოს
თარიღი 09 მაი 2021, 21:46

"ინტერი" ვალდებულია "ბარსელონას" 1 მილიონი ევრო გადაუხადოს, წერს Calciomercato.

სწორედ ზემოთაღნიშნული თანხა უნდა მიიღოს ესპანურმა კლუბმა ბონუსის სახით მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით.

"ბარსელონამ" ჩილელი გასულ ზაფხულს მილანში უფასოდ გაუშვა. თუმცა, კლუბები შესაძლო ბონუსებზე შეთანხმდნენ, რაც ფეხბურთელისა და კლუბის ასპარეზობაზე იყო დამოკიდებული.

"ინტერმა" ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ვიდალმა კი სერია ა-ში 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.

"ნერაძურისთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, 33 წლის ჩილელი ამ სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მომდევნო სეზონში კი მისი ანაზღაურება 6,5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.