ავტორიზაცია

მერტენსმა სპეციასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო

მერტენსმა სპეციასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო
თარიღი 09 მაი 2021, 21:48

"ნაპოლის" თავდამსხმელი, დრის მერტენსი სერია ა-ს 35-ე ტურში "სპეციასთან" (4:1) გამართულ მატჩში დაშავდა, წერს La Gazzetta dello Sport.

ბელგიელი მინდორზე მეორე ტაიმში შეცვლაზე მოგვევლინა, თუმცა მალევე მოუწია მოედნის დატოვება.

კლუბის სამწვრთნელო შტაბი შიშობდა, რომ მერტენსს სეზონის დარჩენილი მატჩების გამოტოვება მოუწევდა, მაგრამ თავდამსხმელი სერია ა-ს ბოლო ტურებში მონაწილეობის მიღების შანსებს ინარჩუნებს.

მიმდინარე სეზონში მერტენსმა 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.