ავტორიზაცია

ნაპოლის ფეხბურთელებს გატუზოს დარჩენა სურთ

ნაპოლის ფეხბურთელებს გატუზოს დარჩენა სურთ
თარიღი 09 მაი 2021, 21:53

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება კლუბი დატოვოს.

მიუხედავად ამისა, ნეაპოლელთა ფეხბურთელები სპეციალისტს მხარს უჭერენ და სურთ, რომ დარჩეს, იტყობინება Corriere del Mezzogiorno.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ფიორენტინა" გატუზოს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

გარდა ამისა, ჯენაროს მიწვევის ვარიანტს "იუვენტუსიც" განიხილავს, რომელსაც ამჟამად ანდრეა პირლო წვრთნის.