ავტორიზაცია

მონაკომ მერტენსს კონტრაქტი შესთავაზა, პირობები ცნობილია

მონაკომ მერტენსს კონტრაქტი შესთავაზა, პირობები ცნობილია
თარიღი 09 მაი 2021, 21:57

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა ზაფხულში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

34 წლის ბელგიელისთვის "მონაკო" იბრძვის, რომელიც მზად არის ფეხბურთელს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც შემტევი 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, წერს Corriere dello Sport.

არსებული ცნობით, მერტენსმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა, რომელიც ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა სერია ა-ში 26 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.