ავტორიზაცია

ზიდანი იუვენტუსში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს

ზიდანი იუვენტუსში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს
თარიღი 09 მაი 2021, 22:04

"რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი "იუვენტუსის" გაწვრთნითაა დაინტერესებული, წერს Tuttosport.

მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფრანგ სპეციალისტს კიდევ ერთი წლით აკავშირებს, "ბლანკოსი" შეიძლება სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონიც" დაინტერესებულია ზიდანის დანიშვნით. თუმცა, დაბრკოლებად შეიძლება ფრანგის ხელფასი იქცეს.

მადრიდში ზიზუ წლიურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, "ბიანკონერისთვის" კი ეს თანხა დიდია, იმის გათვალისწინებთ, რომ მასიმილიანო ალეგრისთან ბოლომდე არ გაყრილა და მაურისიო სარის ხელფასს კვლავ უხდის.