წარმოუდგენელი სანახაობა და დრამა დი სტეფანოზე! რეალი სევილიასთან მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა, თან მოგებაც შეეძლო [VIDEO]
ლა ლიგის 35-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „რეალი“ შინ „სევილიას“ დაუზავდა და პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგა - 2:2.
მატჩში ანგარიში პირველ ტაიმში ფერნანდომ გახსნა, სტუმრები დააწინაურა და თავისი გუნდისთვის პირველი ნახევარი მოიგო. თუმცა, მთავარი სანახაობა მეორე ნახევარში შედგა - 67-ე წუთზე მარკო ასენსიომ წონასწორობა აღადგინა და კიდევ რამდენიმე წუთში, „რეალმა“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა. თუმცა, ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ, დარღვევა იქამდე რამდენიმე წამით ადრე თავად მადრიდული გუნდის საჯარიმოში აღმოაჩინეს და 11-მეტრიანი „სევილიას“ სასარგებლოდ დაინიშნა, რომელიც ივან რაკიტიჩმა ზუსტად შეასრულა - 1:2.
თითქოს, „სევილია“ მატჩს იგებდა კიდეც, თუმცა 94-ე წუთზე კროოსის დარტყმაც აზარის რიკოშეტი მოყვა და მადრიდელებმა საჩემპიონო შანსები შეინარჩუნეს.
მატჩის მიწურულს „რეალს“ მოგებაც შეეძლო, თუმცა კაზემიროს დარტყმა მიზანს სულ ცოტათი აცდა.