ავტორიზაცია

უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? ექსპერტის მოსაზრება

უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალტი რეალის კარში? ექსპერტის მოსაზრება
თარიღი 10 მაი 2021, 01:30

მადრიდის „რეალისა“ და „სევილიას“ მატჩში საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა - ანდალუსიურ გუნდს ვიდეორეფერის გადამოწმების შემდეგ პენალტი დაუდეს.

„რეალის“ ბრაზილიელმა მცველმა, ედერ მილიტაომ, საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თუმცა Marca-ს ესპერტის აზრით, ეს დარღვევა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ პენალტი დანიშნულიყო.

„თავიდან, ბურთი მილიტაოს მხარზე მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ აისხლიტა ხელში. ეს სრულიად შემთხვევითობა იყო.

ჩემთვის, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ პენალტი დანიშნულიყო. შესაბამისად, თამაში გაგრძელდა და შემდეგ, ბონოსა და ბენზემას ეპიზოდში, 100%-იანი თერთმეტმეტრიანი იყო.“ - აღნიშნა მარკას ექსპერტმა ანდუხარ ოლივერმა.

VIDEO: მსაჯმა პენალტი რეალს დაუდო, ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი სევილიას სასარგებლოდ დანიშნა

როგორი მდგომარეობაა ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე?