ავტორიზაცია

პირლო: "ვაპირებ თუ არა გადადგომას?"

პირლო: "ვაპირებ თუ არა გადადგომას?"
თარიღი 10 მაი 2021, 10:28

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "მილანთან" წაგების (0:3) შემდეგ, თავისი მდგომარეობა შეაფასა:

"შეხვედრის დაწყების წინ, ვთქვი, რომ გუნდმა ჩაატარა კარგი კვირა, რადგან ჩვენ რეალურად სწორი განწყობით ვვარჯიშობდით.

რთულია წაგების მიზეზებზე საუბარი, თუმცა ფაქტია, როდესაც ნადგურდები ასეთი დიდი ანგარიშით, ესე იგი ბევრი რამ მწყობრში არ არის.

ვაპირებ თუ არა გადადგომას? არა, წინ სამი მატჩია და მე იქამდე ვიმუშავებ, სადამდეც ამის შესაძლებლობას იუვენტუსის უფროსობა მომცემს.

რთულ მდგომარეობაში ვართ, თუმცა სატურნირო თვალსაზრისით გადაწყვეტილი ჯერ არაფერია", - განაცხადა იტალიელმა დამრიგებელმა.

შეგახენებთ, კალჩოს დასრულებამდე სამი ტურით ადრე, "ბებერი ქალბატონი" 69 ქულით არის მეხუთე ადგილზე, ოთხეულამდე ჩამორჩენა ერთ ქულას შეადგენს.

პირლო: "ინტერი ამ წარმატებას იმსახურებს"

"იუვენტუსის ჰეგემონია ადრე თუ გვიან ისედაც დასრულდებოდა", - პირლო