ავტორიზაცია

სტუმარი სერია ა-დან - ხოჭოლავას ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა პრაქტიკულად ცნობილია

სტუმარი სერია ა-დან - ხოჭოლავას ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა პრაქტიკულად ცნობილია
თარიღი 10 მაი 2021, 11:33

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, დონეცკის "შახტარის" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა პრაქტიკულად ცნობილი გახდა.

თუ რაიმე გაუთვალისწიენებელი არ მოხდა, "მაღაროელებს" ჩაიბარებს რობერტო დე ძერბი, რომელიც აქამდე "სასუოლოში" მუშაობდა.

ცნობილია იტალიელი დამრიგებლის ხელშეკრულების პირობებიც - კონტრაქტი 2023 წლამდე და ყოველწლიურად ოთხი მილიონი ევრო ხელფასის სახით.

ამის გარდა, ცნობილია, რომ "შავ-ყვითლების" ამ დროისთვის უკანასკნელმა თავკაცმა, ლუიშ კაშტრუმ თავისი თანამდებობა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, დონბასურ გუნდში თამაშობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა.

აქვე დავამატებთ, პირველად 2007 წლის შემდეგ, "შახტარმა" სეზონში ერთი ტიტულის მოგებაც კი ვერ მოახერხა. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ უკანახაზელსა და მის ახალ მწვრთნელს.

ხოჭოლავას ტრავმა და შახტარის ანტი-რეკორდი - პირველად, 2007 წლის შემდეგ

შახტარმა ბაიერნის 25-მილიონიანი შეთავაზება იუარა