ავტორიზაცია

"მინდა საფეხბურთო კლუბის ყიდვა, ორ ვარიანტზე ვფიქრობ", - მაკგრეგორი

"მინდა საფეხბურთო კლუბის ყიდვა, ორ ვარიანტზე ვფიქრობ", - მაკგრეგორი
თარიღი 10 მაი 2021, 13:04

UFC-ის მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ ის არის დაინტერესებული საფეხბურთო კლუბის შეძენით და საამისოდ მან ორი ვარიანტი შეარჩია:

"აქტიურად იწერება მანჩესტერის მიმართ ჩემი ინტერესის შესახებ, თუმცა სიმართლე გითხრათ, პირველ ვარიანტად სელტიკს განვიხილავდი.

დესმონდისგან ამ კლუბის აქციების გარკვეული ნაწილის ყიდვის შესახებ საუბარი სერიოზულად მქონდა. ვნახოთ, რა იქნება.

იუნაიტედი და გლაზგოელები არიან სწორედ ისინი, ვინც მე მომწონს, მათთვის კარგის გასაკეთებლად მზად ვარ", - განაცხადა ირლანდიელმა.

აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" ფასი შეადგენს სამ მილიარდ ევროს, "კელტების" - 127 მილიონ ევროს, "ნოტორიუსის" კაპიტალი კი 181 მილიონი ევროა.

აქვე დავამატებთ, "მანკუნიანელი" გულშემატკივრები რეალურად ითხოვენ გლეიზერებისგან კლუბის გაყიდვას, თუმცა რამდენადაა 32-წლის მებრძოლი მათთვის ოპტიმალური ვარიანტი, საკითხავია.

"მანჩესტერ იუნაიტედის ფასი 3 მილიარდ ევროს შეადგენს", - Daily Express-ი კონორ მაკგრეგორის შანსებს აფასებს

"რას ფიქრობთ ამის შესახებ?", - კონორ მაკგრეგორმა მანჩესტერ იუნაიტედის შეძენის სურვილი გამოთქვა