ავტორიზაცია

VIDEO: ასე მოტეხეს ყბა ბუსკეტსს - ბარსელონამ თავისი ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა

თარიღი 10 მაი 2021, 13:56

"ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვედრაში, მასპინძლების საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ტრავმა მიიღო.

კატალონიელმა ჩამშლელმა ჩაიტარა გამოკვლევა და დადგინდა, რომ მას მოტეხილი აქვს ზედა ყბა, მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი კი დადგენილი არ არის.

ინციდენტი მოხდა მატჩის 27-ე წუთზე, როდესაც "ბლაუგრანას" აღზრდილმა საჰაერო ორთაბრძოლაში ვერაფერი მოუხერხა სტეფან სავიჩს.

აქვე დავამატებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებისა" და "ინდიელების" დაპირისპირებაში დაფიქსირდა უგოლო ფრე, (0:0).

VIDEO: ბუსკეტსის უხეში თამაში ზივზივაძის წინააღმდეგ, თუმცა ის არ დაჯარიმდა

ბონუსი, რომელიც ინტერმა ბარსელონას უნდა გადაუხადოს